ფუნთუშები – ჩანაწერები, რომლებსაც ვებსაიტები ინახავს თქვენს კომპიუტერში

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 248974
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: update
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

ამ სტატიაში განხილულია, თუ რას წარმოადგენს „ფუნთუშები“, რისთვის გამოიყენება და როგორ შეგიძლიათ მართოთ Firefox-ში მათი შენახვის პარამეტრები.

რა არის ფუნთუშა?

ფუნთუშა (ინგლ. cookie) არის ჩანაწერი, რომელსაც ინახავს თქვენს კომპიუტერში საიტი, როდესაც მას ეწვევით. ზოგიერთ ბრაუზერში თითოეული ფუნთუშა წარმოდგენილია მცირე ზომის ფაილის სახით, თუმცა Firefox-ში ყველა ფუნთუშა ინახება ერთიან ფაილში, რომელიც მდებარეობს Firefox-ის პროფილის საქაღალდეში.

ფუნთუშებში, ჩვეულებრივ, ინახება თქვენი პარამეტრები ვებსაიტისთვის, ხართ თუ არა შესული ანგარიშით, რომელი ენა და ადგილმდებარეობა გაქვთ მითითებული. როდესაც უბრუნდებით საიტს, Firefox უკან უგზავნის მას კუთვნილ ფუნთუშებს. შედეგად კი მომხმარებელი შესული რჩება ანგარიშზე და საიტს საშუალება აქვს, მიაწოდოს მასზე მორგებული შიგთავსი.

ფუნთუშებში შესაძლებელია მრავალი სახის ინფორმაციის შენახვა, მათ შორის ვინაობის განმსაზღვრელისაც (როგორიცაა თქვენი სახელი, სახლის მისამართი, ელფოსტა ან სატელეფონო ნომერი). თუმცა ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინახება, თუ ვებსაიტისთვის თავად გაქვთ მიწოდებული – საიტებს ვერ ექნება წვდომა იმ მონაცემებთან, რომელიც არ მიგიწოდებიათ და კომპიუტერში არსებულ სხვა ფაილებსაც ვერ შეეხება.

ნაგულისხმევად ფუნთუშების შენახვისა და გაგზავნის მოქმედებები უხილავია თქვენთვის. თუმცა Firefox-ის პარამეტრებიდან შეგიძლიათ დაუშვათ ან აკრძალოთ ფუნთუშების მიღება, მათი შენახვის მოთხოვნები, წაშალოთ ისინი Firefox-ის დახურვისთანავე და ა.შ.

ფუნთუშების პარამეტრები

ფუნთუშების სამართავად გამოიყენება Firefox-ის პარამეტრებიპარამეტრები :

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  1. გადადით პირადულობისა და უსაფრთხოების (Privacy & Security) გვერდზე.

ფუნთუშების პარამეტრები იხილავთ თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვის არეში და ქვემოთ, ფუნთუშები და საიტის მონაცემები.

მითითებებისთვის, თუ როგორ უნდა მართოთ ფუნთუშების პარამეტრები ცალკეულ შემთხვევებში, იხილეთ:

ფუნთუშების ხარვეზების მოგვარება

თუ რაღაც ხარვეზს გადააწყდით Firefox-ში ფუნთუშებთან დაკავშირებით, იხილეთ: