ძლიერი პაროლის შერჩევა

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 204099
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: translate
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

Firefox-ანგარიშები დაგეხმარებათ მძლავრი პაროლების შერჩევაში, ანგარიშის შექმნისას, რითიც დაიცავთ თქვენთვის მნიშვნელოვან მონაცემებს, მათ შორის სანიშნებს, ანგარიშებსა და მონახულებული გვერდების ისტორიას.

რა საჭიროა მძლავრი პაროლი?

Firefox-ანგარიში ინახავს სანიშნებს, სხვადასხვა საიტების ანგარიშებს, მათ შორის ბანკების, ფოსტის, სოციალური ქსელების, სამსახურის და სკოლის.

თუ შემტევები შეაღწევენ თქვენს Firefox-ანგარიშში, ისინი მოიპოვებენ წვდომას თქვენს პირად მონაცემებზე, ისტორიის, სანიშნების, პაროლებისა და გამოყენებული დამატებების ნახვით. შემტევებს შეეძლებათ სხვა დამატებების დაყენებაც და თქვენს კომპიუტერზე დასინქრონება.

რა განსაზღვრავს პაროლის სიძლიერეს?

Firefox-ანგარიში ამოწმებს, თქვენი პაროლი აკმაყოფილებს თუ არა შემდეგ პირობებს:

რჩევები, მძლავრი პაროლის შედგენისთვის

აირჩიეთ ისეთი პაროლი, რომელიც რთული გამოსაცნობი იქნება დანარჩენებისთვის, მაგრამ ადვილი დასამახსოვრებელი თქვენთვის. თორემ პაროლის განულებისას, შესაძლოა დაიკარგოს ყველა დასინქრონებული მონაცემი.

  • გამოიყენეთ განსხვავებული ასოები (დიდი და პატარა), ციფრები და სასვენი ნიშნები.
  • ნუ გამოიყენებთ პირად მონაცემებს (სახელს, დაბადების წელს, მისამართს) თქვენს პაროლში.
  • გამოიყენეთ განსხვავებული პაროლები თითოეული ანგარიშისთვის.