Firefox-ში დაგროვებული მარაგის გასუფთავება

Firefox-ში დაგროვებული მარაგი (ინგ. cache, გამოითქმის „ქეში“), ეწოდება დროებით შენახულ სურათებს, სკრიპტებსა და ვებსაიტის სხვა ნაწილებს, რომელთა მეშვეობითაც უფრო სწრაფად ხერხდება გვერდების მონახულება. ამ სტატიაში განხილულია, როგორ უნდა გაასუფთაოთ დაგროვებული მარაგი.

დროებითი მარაგის გასუფთავება

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. გადადით პირადულობისა და უსაფრთხოების არეში (Privacy & Security).
  3. მონახეთ ფუნთუშები და საიტის მონაცემები და დაწკაპეთ მონაცემების გასუფთავება… (Clear Data).
    Fx91CookiesAndSiteData-ClearCache
  4. მოხსენით მონიშვნა ფუნთუშებსა და საიტის მონაცემებს.
  5. დატოვეთ მონიშნული მომარაგებული ვებშიგთავსი და დაწკაპეთ ღილაკი გასუფთავება.
  6. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.
რჩევა: კიდევაა გზა დროებითი მარაგის გასასუფთავებლად Firefox-ში:
  1. დაწკაპეთ მენიუს ღილაკი სურათი "fx57menu" არ არსებობს.Fx89menuButton და გახსენით მენიუს არე.
  2. დაწკაპეთ ისტორია და აირჩიეთ უახლესი ისტორიის გასუფთავება… (Clear Recent History).
  3. მიუთითეთ როდინდელი მონაცემების წაშლა გსურთ ან აირჩიეთ ყველაფერი ჩამოსაშლელი სიიდან და მონიშნეთ დროებით მომარაგებული ფაილები ჩამონათვალიდან, დარწმუნდით, რომ სხვა მონაცემები არაა მონიშნული, რომელთა დატოვებაც გსურთ და დაწკაპეთ ღილაკი გასუფთავება.
იხილეთ ეს სტატია უფრო დაწვრილებით.

დროებითი მარაგის ავტომატურად გასუფთავება

შეგიძლიათ გამართოთ Firefox ისე, რომ თავისთავად გასუფთავდეს დაგროვებული მარაგი, როცა Firefox დაიხურება:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ პირადულობა და უსაფრთხოება და მონახეთ ისტორია.
  3. ჩამოსაშლელი ველიდან მიუთითეთ, რომ Firefox მონაცემებს მონიშნული მითითებებით განკარგავს (Use custom settings for history).
    Fx100Custom-ClearHistoryWhenFirefoxCloses
  4. მონიშნეთ უჯრა ისტორიის გასუფთავება, როცა Firefox დაიხურება (Clear history when...).
  5. დაწკაპეთ ღილაკი პარამეტრები…. გაიხსნება ფანჯარა დათვალიერებული გვერდების წაშლა.
  6. დაუსვით ნიშანი დროებით მომარაგებულ ფაილებს და დარწმუნდით, რომ სხვა მონაცემები არაა მონიშნული, რომელთა დატოვებაც გსურთ.
    Fx100SettingsForClearingHistory-Cache
  7. დაწკაპეთ ცვლილებების შენახვა და დაიხურება დათვალიერებული გვერდების წაშლის ფანჯარა.
  8. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად