შრიფტებისა და ფერების შეცვლა საიტებზე

სტატიაში აღწერილია თუ როგორ არის შესაძლებელი საიტზე მოცემული შრიფტებისა და მისი გაფორმების სასურველით ჩანაცვლება.

შრიფტის შეცვლა

შრიფტის შესაცვლელად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ შიგთავსის (Content)მთავარი (General) არე.
  3. შრიფტებისა და ფერების (Fonts & Colors) ქვეშ, ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ სასურველი შრიფტი ან შრიფტის სასურველი ზომა.
    font.pngfont settings 57
  4. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.

მითითებული შრიფტები

საიტების ნაწილი თავად უთითებს შრიფტებს; ამის გამოსართავად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ შიგთავსისმთავარი არე.
  3. შრიფტებისა და ფერების ქვეშ, დაწკაპეთ ღილაკზე დამატებით… (Advanced).
    advance.pngfont settings advanced 57
  4. შრიფტების გახსნილ ფანჯარაში, მოხსენით მონიშვნა ნების დართვა ვებგვერდებისთვის, თავად აირჩიოს შრიფტები... (Allow pages to choose their own fonts...)
    Fx54ContentPanel-Fonts
  5. დაწკაპეთ ღილაკზე კარგი (OK) ფანჯრის დასახურად.
  6. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.

შრიფტების სხვა პარამეტრები

  1. შრიფტების (Fonts for) არეში ჩამოსაშლელი სიებიდან, შეარჩიეთ ენა/დამწერლობა.
    • მაგალითად, ქართული დამწერლობებისთვის შრიფტის დასაყენებლად აირჩიეთ ქართული. დამწერლობებისთვის, რომლებიც არაა სიაში, აირჩიეთ სხვა დამწერლობები (Other Writing Systems).
  2. აირჩიეთ რა სახის სიმბოლოებით გამოისახოს ტექსტი, ნაჭდევებიანით (Serif, როგორსაც იყენებს „Times New Roman“) თუ უნაჭდევოთი (Sans-Serif, როგორსაც იყენებს „Arial“). შემდეგ კი მიუთითეთ ტექსტის ზომა.
  3. ცალკე შეგიძლიათ განსაზღვროთ ნაჭდევებიანი, უნაჭდევო და თანაბარი სიგანის შრიფტები. აგრეთვე შეგიძლიათ შეცვალოთ თანაბარსიგანიანი შრიფტის (Monospace fonts) ზომაც.

დამატებით, შეგიძლიათ მიუთითოთ შრიფტის უმცირესი ზომა. რაც არ მისცემს საშუალებას საიტებს, გამოიყენოს ზედმეტად მცირე ზომის შრიფტები, რომლებიც ართულებს ტექსტის ამოკითხვას.

  • ტექსტის კოდირება მოძველებული შიგთავსისთვის: ტექსტის კოდირება რომელსაც აქ მიუთითებთ (Text Encoding for Legacy Content), გამოიყენება იმ საიტებისთვის, რომლებსაც არ აქვს მითითებული კოდირება.

შრიფტის ფერის შეცვლა

ფერის შესაცვლელად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ შიგთავსისმთავარი არე.
  3. შრიფტებისა და ფერების ქვეშ, დაწკაპეთ ღილაკზე ფერები… (Colors).
  4. თითოეულ ფერად მართკუთხედზე დაჭერისას, გამოჩნდება ყველა შესაძლო ფერი. ასარჩევად დაწკაპეთ სასურველ ფერს.
    Fx38esrColors
  5. დააჭირეთ ღილაკზე კარგი ფერების ფანჯრის დასახურად.
  6. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.

შრიფტის მითითებული ფერები

საიტების ნაწილი, თავად უთითებს შრიფტის ფერებს; ამის გამოსართავად:

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  2. აირჩიეთ შიგთავსისმთავარი არე.
  3. შრიფტებისა და ფერების ქვეშ, დაწკაპეთ ღილაკზე ფერები….
  4. გახსნილ ფანჯარაში კი გვერდის მიერ განსაზღვრული ფერების ნაცვლად, ზემოთ მითითებულის გამოყენება (Override the colors specified by the page with my selections above) აირჩიეთ ყოველთვის (Always).
    Fx47-pref-overridecolors-always
  5. დაწკაპეთ ღილაკზე კარგი ფერების ფანჯრის დასახურად.
  6. დახურეთ about:preferences გვერდი. შეტანილი ცვლილებები შეინახება.

ფერების ცალკეული პარამეტრები

ტექსტი და ფონი (Text and Background): აქედან შეგიძლიათ აირჩიოთ ნაგულისხმევი ფერი ტექსტისა და ფონისთვის იმ ვებგვერდებისთვის, რომლებსაც თავად არ აქვს განსაზღვრული. დაწკაპეთ ფერის ნიმუშზე ასარჩევად.

  • სისტემის ფერების გამოყენება (Use system colors): მონიშნეთ ეს პარამეტრიპარამეტრი თუ გსურთ საოპერაციო სისტემის მიერ შერჩეულის გამოყენება, ზემოთ მითითებულის ნაცვლად.

ბმულის ფერები (Link Colors): აქ შეგიძლიათ შეცვალოთ ნაგულისხმევი ფერები საიტზე მოცემული ბმულებისთვის. დაწკაპეთ ფერის ნიმუშზე ასარჩევად.

  • ბმულების ხაზგასმა (Underline links): ნაგულისხმევად, ბმულები ხაზგასმით აღინიშნება ვებგვერდებზე. ამ მონიშვნის მოხსნით, მოცემული პარამეტრიპარამეტრი გამოირთვება. გაითვალისწინეთ, რომ საიტების დიდი ნაწილი თავად განსაზღვრავს გაფორმების წესებს და ამ პარამეტრსპარამეტრს გავლენა ვერ ექნება აღნიშნულ საიტებზე.
  • გვერდის მიერ განსაზღვრული ფერების ნაცვლად, ზემოთ მითითებულის გამოყენება (Override the colors specified by the page with your selections above):
    • ყოველთვის (Always): აირჩიეთ ეს პარამეტრიპარამეტრი, თქვენ მიერ შერჩეული ფერების გამოსაყენებლად ყველა საიტზე.
    • მხოლოდ მაღალი კონტრასტის თემებთან (Only with High Contrast themes): ამ პარამეტრისპარამეტრსი მიხედვით, Firefox ჩვეულებრივ გამოიყენებს ვებგვერდის მიერ განსაზღვრულ ფერებს გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისარგებლებთ WindowsLinux-ის მაღალი კონტრასტის თემით.
    • არასდროს (Never): აირჩიეთ ეს პარამეტრიპარამეტრი და Firefox გამოიყენებს ვებგვერდის მიერ განსაზღვრულ ფერებს ნაგულისხმევად.
შენიშვნა: თუ მოგვიანებით მოისურვებთ ნაგულისხმევი ფერების აღდგენას:
  1. მისამართების ველში აკრიფეთ about:config და დააწექით ღილაკს EnterReturn.
    გამოჩნდება გაფრთხილება. დააწკაპეთ ღილაკზე ვცნობ რისკებს! (I accept the risk)საფრთხის გაცნობიერება და გაგრძელება (Accept the Risk and Continue) რომ გადახვიდეთ about:config-ის გვერდზე.
  2. შეიყვანეთ browser*color საძიებო ველში.
  3. მარჯვენა წკაპიControl ღილაკზე დაჭერით წკაპი შეცვლილსშეცვლილ (modified) პარამეტრზე.
  4. და მიუთითეთ „აღდგენა“ (Reset).

მოახლოება

Firefox-ს ასევე გააჩნია ტექსტის მოახლოების საშუალებაც. შედეგად ნებისმიერ გვერდზე შესაძლებელია ტექსტის ზომების ცვლილება. დამატებითი მითითებებისთვის, იხილეთ შრიფტის ზომა და მოახლოება – ვებგვერდის ზომების გაზრდა.

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად