ყურადღება – Firefox წყვეტს Windows XP-ისა და Vista-ს მხარდაჭერას

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 200161
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: update
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

Firefox ვერსია 52.9.0esr იყო ბოლო გამოშვება Windows XP-ისა და Windows Vista-სთვის. ამ სისტემებისთვის უსაფრთხოების განახლებების მიწოდება აღარ იგეგმება.

რატომ შეწყვიტა Firefox-მა მხარდაჭერა Windows XP-ისა და Vista-ს მომხმარებლებისთვის?

Firefox ერთ-ერთი ბოლო ბრაუზერი იყო, რომელსაც გააჩნდა Windows XP-ისა და Vista-ს მხარდაჭერა, წლების განმავლობაში. Microsoft-მა თავად დაასრულა Windows XP-ის მხარდაჭერა 2014 წელს და Windows Vista-ს მხარდაჭერა 2017 წელს. მხარდაუჭერელი საოპერაციო სისტემები, აღარ იღებს უსაფრთხოების განახლებებს, გააჩნია ცნობილი სისუსტეები და დაუცველია შეტევებისგან, რაც საფრთხისშემცველია მისი მომხმარებლებისთვის და ართულებს ასეთ სისტემებზე Firefox-ის გამართულად მუშაობის შენარჩუნებას.

სხვა ბრაუზერზე გადასვლა დამეხმარება უსაფრთხოების დაცვაში?

სამწუხაროდ არა. ბრაუზერების უმეტესობამ (მათ შორისაა Google Chrome და Microsoft Internet Explorer) უკვე დიდი ხანია შეწყვიტა Windows XP-ისა და Windows Vista-ს მხარდაჭერა.

კვლავ შემიძლია გვერდების უსაფრთხოდ თვალიერება Firefox-ით Windows XP-ისა და Vista-ზე?

2018 წლის აგვისტოდან აღარ, რადგან მხარდაჭერა უკვე დასრულებულია Firefox Extended Support Release (ESR) 52 ვერსიის შემდგომ. მხარდაჭერის არ მქონე ბრაუზერები არ იღებს უსაფრთხოების განახლებებს, დაუცველია შეტევებისგან და საშიშია გამოსაყენებლად.

როგორ მივიღო უახლესი შესაძლებლობები Firefox-ზე?

თუ გსურთ გამოიყენოთ განახლებული Firefox, ყველა მისი უახლესი შესაძლებლობითა და სიახლით, აუცილებელია გადახვიდეთ ახალ საოპერაციო სისტემაზე.

  • გადასვლა შეგიძლიათ Windows-ის იმ ვერსიაზე, რომელიც ჯერ კიდევ მხარდაჭერილია Microsoft-ის მიერ, მათ შორის Windows 8.1 და 10. ვრცლად, იხილეთ აქ. Windows ვერსიები რომელიც აღარაა მხარდაჭერილი Microsoft-ის მიერ, დაუცველი და საფრთხისშემცველია გამოსაყენებლად, რაც ასევე აძნელებს ამ ვერსიებზე Firefox-ის გამართულად მუშაობის შენარჩუნებას.
  • (აგრეთვე): შეგიძლიათ გადახვიდეთ Linux-ზე დაფუძნებულ საოპერაციო სისტემაზე. ლინუქსის დისტრიბუტივების უმეტესობას, Firefox ნაგულისხმევ ბრაუზერად მოყვება. იხილეთ თითოეულის ოფიციალური ვებსაიტი, იმ Linux-ის შესარჩევად, რომელიც ყველაზე მეტად მოერგება თქვენს მოთხოვნილებებს.