Firefox-ის ვერსიის ნახვა

გადამუშავებული ვერსიის მონაცემები
  • გადამუშავებული ვერსიის id: 200168
  • შექმნილი:
  • შემქმნელი: G12r
  • შენიშვნა: update
  • განხილულია: დიახ
  • განხილულია:
  • მიმომხილველი: Georgianizator
  • დამოწმებულია? დიახ
  • ეს მიმდინარე ვერსიაა? არა
  • მზადაა გადასათარგმნად: არა
გადამუშავებული ვერსიის წყარო
გადამუშავებული ვერსიის შიგთავსი

ხშირად საჭიროა იმის ცოდნა, თუ Firefox-ის რომელ ვერსიას იყენებთ, სხვადასხვა ხარვეზის მოსაგვარებლად ან უბრალოდ იმის გასაგებად, განახლებულია თუ არა ბრაუზერი. ამის გამოსარკვევად კი ორი გზაა:

  • დააწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx57Menu, შემდეგ დახმარება (Help) და აირჩიეთ Firefox-ის შესახებ (About Firefox).მენიუს ზოლზე, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ Firefox-ის შესახებ. გამოჩნდება შესაბამისი ფანჯარა. ვერსიის ნომერი მითითებული იქნება Firefox-ის დასახელების ქვეშ.
    მაგალითი, თუ როგორ გამოიყურება ფანჯარა Firefox-ის შესახებ:

AboutFirefox71-MacOSFx71aboutFirefoxBrowserAboutFirefox71-Linux

შენიშვნა: Firefox-ის შესახებ ფანჯრის გახსნის შედეგად დაიწყება განახლებაზე შემოწმება. თუ ხელმისაწვდომი იქნება Firefox-ის ახალი ვერსია, თავისით დაიწყებს ჩამოტვირთვას. Linux-ზე, ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ იყენებთ Mozilla-ს ვებსაიტიდან ჩამოტვირთულ ანაწყობს; სხვა შემთხვევაში, განახლებები მოვა თქვენი პაკეტების მმართველის მეშვეობით. დამატებით იხილეთ Firefox-ის განახლება უახლეს გამოშვებამდე.
  • სანაცვლოდ, შეგიძლიათ დააწკაპოთ მენიუზე Fx57Menu, შემდეგ დახმარება და აირჩიოთ გაუმართაობის აღმოფხვრა (Troubleshooting Information). გვერდი მისამართით about:support გაიხსნება ახალ ჩანართში. თქვენი Firefox-ის ვერსია მითითებული იქნება პროგრამის ძირითად მონაცემებში (Application Basics). ვრცლად, იხილეთ Firefox-ის გაუმართაობის აღმოფხვრა.