Firefox-ის ენის შეცვლა, ენის პაკეტების საშუალებით

ენის პაკეტები წარმოადგენს დამატებებს, რომელიც საშუალებას გაძლევთ Firefox-ის იერსახე იხილოთ სხვადასხვა ენებზე. ამ სტატიაში აღწერილია, თუ როგორ:

  • მოიძიოთ, დააყენოთ და მართოთ ენის პაკეტები Firefox-ში.
  • გადაიყვანოთ Firefox-ის იერსახე სასურველ ენაზე.
ამასთან, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ Firefox ჩამოტვირთოთ პირდაპირ თქვენს ენაზე შემდეგი ბმულიდან www.mozilla.org/firefox/all.

თუ გსურთ, მრავალენოვანი საიტებისთვის უპირატესი ენის მითითება, იხილეთ ენების განყოფილება ამ სტატიაში.

როგორ ჩამოვტვირთო ენის პაკეტები Firefox-ისთვის

  1. ეწვიეთ Mozilla-ს ლექსიკონებისა და ენის პაკეტების გვერდს.
  2. ჩამონათვალში მონახეთ სასურველი ენა და დააწკაპეთ ენის პაკეტის ბმულს, შესაბამისი ენის გასწვრივ, რომლის დაყენებაც გსურთ და გაიხსნება ამ ენის პაკეტის მთავარი გვერდი. მაგალითად, ქართული ენის პაკეტის გვერდია Georgian (ქართული) Language Pack.
  3. დააწკაპეთ Firefox-ზე დამატების ღილაკს დასაყენებლად. Firefox ჩამოტვირთავს ენის პაკეტს და მოგთხოვთ დადასტურებას ჩადგმის წინ.
შენიშვნა: თუ ვერ ახერხებთ ვერცერთი ენის პაკეტის დაყენებას, იხილეთ სტატია ხარვეზები დამატების დაყენებისას (გაფართოებების, ან თემების). თუ თქვენ იყენებთ Firefox-ის წინასწარ ვერსიებს, Mozilla-ს ფაილების სერვერზე უნდა მონახოთ თავსებადი ენის პაკეტი, თუმცაღა, ეს უფრო განკუთვნილია საცდელი მიზნებისთვის.

როგორ ვმართო ენის პაკეტები

იხილეთ, თუ რომელი ენის პაკეტები გაქვთ დაყენებული:

  1. დააწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx57menu New Fx Menu და აირჩიეთ დამატებები (Add-ons) Fx57Addons-icon დამატებები (Add-ons). გაიხსნება დამატებების მმართველის (Add-ons Manager) გვერდი.

  2. დამატებების მმართველის გვერდზე, აირჩიეთ Languages .

თუ თქვენთან არაა Languages (ენების) გვერდი, ნუ ღელავთ. ეს გვერდი დამალული იქნება, თუ ჯერ არცერთი ენის პაკეტი არ გაქვთ დაყენებული. იგივე ეხება სხვა, ცალკეული სახის დამატებებსაც.

როგორ ამოვშალო ენის პაკეტები

თუ გსურთ ენის პაკეტის ამოღება, იხილეთ დამატებების წაშლა, ან ამორთვა.

როგორ გადავიყვანო იერსახე სასურველ ენაზე

განსხვავებით თემებისგან, ენის პაკეტის ამოქმედება დამატებების მმართველიდან, მხოლოდ ხელმისაწვდომს გახდის მას. ხოლო იერსახის გადასაყვანად სასურველ ენაზე:

  1. მისამართების ზოლში (address bar), აკრიფეთ about:config და დააჭირეთ EnterReturn ღილაკს.
  • გამოჩნდება about:config გვერდის შესახებ გაფრთხილება "This might void your warranty!". დააწკაპეთ I'll be careful, I promise!I accept the risk! ღილაკს about:config გვერდზე გადასასვლელად.
  1. ძიების ველში, აკრიფეთ intl.locale.matchOS.
  2. თუ intl.locale.matchOS პარამეტრს გააჩნია true მნიშვნელობა, ორჯერ დაწკაპებით გადართეთ false მნიშვნელობაზე.
  3. გაასუფთავეთ ძიების ველი და აკრიფეთ general.useragent.locale.
  4. ორჯერ დააწკაპეთ general.useragent.locale პარამეტრზე და შეიყვანეთ სასურველი ენის კოდი. ამ გვერდზეა მოცემული ჩამონათვალი, Mozilla-ს პროდუქტებში გამოყენებული ენების კოდების.
  5. ნიმუში "Firefoxდახურვა" არ არსებობს ან არ გააჩნია დამოწმებული ვერსია.
  1. მისამართების ზოლში (address bar), აკრიფეთ about:config და დააჭირეთ EnterReturn ღილაკს.
  • გამოჩნდება about:config გვერდის შესახებ გაფრთხილება "This might void your warranty!". დააწკაპეთ I'll be careful, I promise!I accept the risk! ღილაკს about:config გვერდზე გადასასვლელად.
  1. აკრიფეთ intl.locale.requested ძიების ველში.
  2. ორჯერ დააწკაპეთ intl.locale.requested პარამეტრზე თუ იპოვით, თუ არადა დაამატეთ ახალ პარამეტრად (ვრცლად, იხილეთ Firefox კონფიგურაციის ჩასწორება).
  3. შეიყვანეთ სასურველი ენის კოდი ტექსტურ მნიშვნელობად, ან დატოვეთ ცარიელი, სისტემის ენის გამოსაყენებლად. ამ გვერდზეა მოცემული ჩამონათვალი, Mozilla-ს პროდუქტებში გამოყენებული ენების კოდების.
  4. გახსენით მენიუ ღილაკით New Fx Menu და შემდეგ დააწკაპეთ გასვლასგასვლას Close 29 .

    გახსენით Firefox მენიუ Fx57Menu და დააწკაპეთ გასვლას. დააწკაპეთ Firefox მენიუს ეკრანის ზედა ნაწილში და შემდეგ დააწკაპეთ Firefox-ის დახურვას.დააწკაპეთ Firefox მენიუს Fx57Menu , შემდეგ დააწკაპეთ გასვლას.

როდესაც Firefox გაეშვება ხელახლა, იერსახეს იხილავთ ახლად მითითებულ ენაზე.

//შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც გვეხმარებიან სტატიების წერაში:G12r. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ – ნახეთ, როგორ.

დაგეხმარათ ეს სტატია? გთხოვთ დაიცადოთ...

შემოუერთდით Mozilla მხარდაჭერის საიტს