შეტყობინებების დაარქივება

Thunderbird-ი გვაძლევს საშუალებას დავაარქივოთ შეტყობინებები - ანუ გადავიტანოთ შეტყობინებები არსებული საქაღალდიდან არქივის საქაღალდეში ისე რომ არ წაშალოთ თავად შეტყობინება. ეს აადვილებს არქივების ორგანიზების პროცესს ან მათ გადატანას სათადარიგო/გარე ხისტ-დისკზე, და შევინარჩუნოთ Inbox-ი სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში. შეტყობინებების დაარქივება შეიძლება მხოლოდ ხელით, ავტომატურად ამის გაკეთება შეუძლებელია. დაარქივებული შეტყობინებები ასევე ინდექსირდება Thunderbird-ის ძებნის სისტემის მიერ.


როგორ დავაარქივო ჩემი შეტყობინებები?

იმისათვის რომ დავაარქივოთ ერთი ან მეტი შეტყობინება, უნდა მოვნიშნოთ ეს შეტყობინებები და დავაჭიროთ Archive ღილაკს, ან უბრალოდ დავაჭიროთ კლავიშს A ჩვენს კლავიატურაზე. რეკომენდებული არ არის 2000 შეტყობინებაზე მეტის არქივირება ერთბაშად.

archive button

როგორ დავაკონფიგუროთ არქივირება?

არქივების ადგილმდებარეობის განსაზღვრა

არქივების ადგილმდებარეობა შეიძლება ყველა საფოსტო ანგარიშისთვის დაკონფიგურირდეს ინდივიდუალურად. შედით ToolsEdit > Account Settings-ში, შემდგომ მარცხენა პანელში მონიშნეთ სასურველი საფოსტო ანგარიში, შემდგომ მონიშნეთ Copies & Folders. სექციაში Message Archives მონიშნეთ Keep message archives in რათა ავირჩიოთ სასურველი ადგილმდებარეობა.

Archive Account Settings

არქივის საქაღალდის სტრუქტურის კონფიგურირება

თქვენ შეგიძლიათ არქივის სტრუქტურის განსაზღვრა Archive options... ღილაკზე დაჭერით. გამოსულ ფანჯარაში შეგიძლიათ მონიშნოთ ერთი საქაღალდე ყველა თქვენი არქივისათვის ან წლების, ან წლებისა და თვეების მიხედვით როგორც ნაჩვენებია ქვემოთ ანიმაციაში


archive options

დაგეხმარათ ეს სტატია?

გთხოვთ დაიცადოთ...

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად