ფუნთუშები – ჩანაწერები, რომლებსაც ვებსაიტები ინახავს თქვენს კომპიუტერში

Firefox Firefox ბოლოს განახლდა:

ამ სტატიაში განხილულია, თუ რას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული „ფუნთუშები“, რისთვის გამოიყენება და როგორ შეგიძლიათ მართოთ Firefox-ში მათი შენახვის პარამეტრები.

რა არის „ფუნთუშა“?

ფუნთუშა (ინგლ. cookie, ზოგჯერ გამოიყენება „ქუქი“ ან „ქუქი-ფაილები“) წარმოადგენს ერთგვარ ჩანაწერს, რომელსაც საიტი ინახავს თქვენს კომპიუტერში მისი მონახულებისას. ზოგიერთ ბრაუზერში თითოეული ფუნთუშა წარმოდგენილია მცირე ზომის ფაილის სახით, მაგრამ Firefox ყველა ფუნთუშას ინახავს ერთიანი ფაილით Firefox-ის პროფილის საქაღალდეში.

ფუნთუშებში, ჩვეულებრივ, ინახება თქვენ მიერ შერჩეული მახასიათებლები ვებსაიტისთვის ან თქვენ შესახებ მონაცემები, ხართ თუ არა შესული ანგარიშით, რომელი ქვეყანა და ენა გაქვთ მითითებული. როდესაც უბრუნდებით წინათ მონახულებულ საიტს, Firefox უბრუნებს მას კუთვნილ ფუნთუშებს. შედეგად კი მომხმარებელი შესული რჩება ანგარიშზე და საიტს საშუალება აქვს, მიაწოდოს უკვე მასზე მორგებული შიგთავსი.

ფუნთუშებში შესაძლებელია მრავალი სახის ინფორმაციის შენახვა, მათ შორის ვინაობის აღმნიშვნელისაც (როგორიცაა თქვენი სახელი, საცხოვრებლის მისამართი, ელფოსტა ან სატელეფონო ნომერი). ოღონდ ეს მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინახება, თუ ვებსაიტზე თავად გაქვთ შეყვანილი – საიტებს ვერ ექნება წვდომა იმ მონაცემებთან, რომლებიც თქვენ არ მიგიწოდებიათ და ვერც კომპიუტერში არსებულ სხვა ფაილებთან ვერ ექნება შეხება.

როგორც წესი, ფუნთუშების შენახვა და გაგზავნა თქვენგან შეუმჩნევლად ხდება. მიუხედავად ამისა, Firefox საშუალებას გაძლევთ, პარამეტრებიდან დართოთ ნება ან უარყოთ ფუნთუშების მიღება, მათი შენახვის მოთხოვნები, ანდაც საერთოდ წაშალოთ, როცა Firefox დაიხურება და ა. შ.

ფუნთუშების პარამეტრები

ფუნთუშების სამართავად იხილეთ Firefox-ის პარამეტრებიპარამეტრები :

  1. მენიუს ზოლზე ეკრანის ზემოთა არეში, დაწკაპეთ Firefox და აირჩიეთ პარამეტრები ან მახასიათებლები თქვენი macOS-ვერსიის შესაბამისად.დაწკაპეთ მენიუს ღილაკზე Fx89menuButton და აირჩიეთ პარამეტრები.
  1. გადადით პირადულობისა და უსაფრთხოების (Privacy & Security) გვერდზე.

ფუნთუშების პარამეტრები მოცემულია თვალთვალისგან გაძლიერებული დაცვის არეში და აგრეთვე ქვემოთაც შეგიძლიათ იხილოთ — ფუნთუშები და საიტის მონაცემები.

მითითებებისთვის, თუ როგორ უნდა მართოთ ფუნთუშების პარამეტრები ცალკეულ შემთხვევებში, იხილეთ:

ფუნთუშების ხარვეზების მოგვარება

თუ რაღაც ხარვეზს გადააწყდით Firefox-ში ფუნთუშებთან დაკავშირებით, იხილეთ:

შესანიშნავი მოხალისეები, რომლებიც ამ სტატიის დაწერაში დაგვეხმარნენ:

Illustration of hands

მონაწილეობა

მიიღეთ და გაუზიარეთ გამოცდილება სხვებს. უპასუხეთ კითხვებს და გაამდიდრეთ ჩვენი ცოდნის წყარო.

ვრცლად